როგორ ვარდება ჭურვი ხარკოვში, საოლქო ადმინისტრაციასთან [Video]

ხარკოვში, საოლქო ადმინისტრაციის შენობის გვერდით რუსულმა ავიამოიერიშეებმა ჭურვი ჩამოაგდეს. აფეთქების შედეგად 20-მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. დაიჭრა 6 წლის ბავშვიც.  რუსული ჭურვი ჩამოვარდა ფილარმონიის, თეატრის შენობებთან და საცხოვრებელ კვარტალში.  ხარკოვზე მასობრივი შეტევა დილიდან განახლდა. 28 თებერვალს ქალაქის დაბომბვის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა.