კიევთან ახლოს ჩეჩენი გენერალი ტუშაევი მოკლეს

ჩეჩენი გენერალი, მოჰამედ ტუშაევი მოკლეს კიევთან ახლოს, გოსტომელის აეროდრომთან. გენერალი ტუშაევი კადიროვის არმიის გენერალი და ჩეჩნეთის მეთაურის მხარდამჭერი იყო, რომელიც უკრაინაში გადაისროლეს მას შემდეგ, რაც პირველი ორი დღის განმავლობაში რუსულმა სამხედრო შენაერთებმა ვერცერთი დიდი ქალაქი ვერ აიღეს.