რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაკავებას ცდილობენ – ზელენსკი

რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს შეუტიეს, მიმდინარეობს შეტაკებები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ტვიტერზე” დაწერა.  “დღეს რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ დაიკავონ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი – ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური. ეს, შესაძლოა, მთელ ევროპას ეკოლოგიურ კატასტროფად შეუბრუნდეს”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.  მისივე თქმით, რუსეთის ეს მცდელობა “მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია”.