ხარკოვთან აფეთქებული რუსული ჯავშანტექნიკის ფოტოები

ხარკოვის შესასვლელთან რუსულ სამხედრო ნაწილებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკების შედეგად რამდენიმე ერთეული, რუსი ოკუპანტების კუთვნილი ჯავშანტექნიკა განადგურდა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსი სამხედრო მოსამსახურეები ტყვედაც აიყვანეს.  აფეთქების შედეგად მწყობრიდან გამოსული რუსული ჯავშანტექნიკის ფოტოებს უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო აქვეყნებს. აქვეა ჯავშანტექნიკის ეკიპაჟის სახელობითი სიაც.