მთავარისიახლეებიპოლიტიკაძალადობრივი და პრორუსული ალტ-ინფოს პარტიის აკრძალვა შესაძლებელია და საჭირო - გიორგი ბურჯანაძე

ძალადობრივი და პრორუსული ალტ-ინფოს პარტიის აკრძალვა შესაძლებელია და საჭირო – გიორგი ბურჯანაძე

Published on

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ძალადობრივი და პრორუსული ალტ-ინფოს პარტიის დაფუძნებას ეხმაურება და წერს, რომ ის უნდა აიკრძალოს და ამისთვის შესაბამისი ბერკეტებიც არსებობს:

“ამ ხალხმა მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე საშინელი დღე – 5 ივლისი, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის არათუ პროპაგანდას, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას.

ამ პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არ სჯის მას ჩვენი შსს და პროკურატურა.

კონსტიტუციის მიხედვით ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ პროცესის ინიცირება შეუძლია:

ა. პრეზიდენტს;ბ. მთავრობას; გ. 30 დეპუტატს;

ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება.

რუსეთი ოკუპანტია და ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია ყველაფერთან ერთად” წერს ბურჯანაძე.

სიახლეები

უიტკოფი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში, „ვნუკოვო-2“ აეროპორტში დაეშვა.სტივენ უიტკოფს ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა...

აქტივისტი თათა ხუნდაძე სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

სამოქალაქო აქტივისტი თათა ხუნდაძე სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. საქმე ეხება...

გაეცეს პასუხი კითხვას- რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია პროტესტის წინააღმდეგ – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ საჯაროდ გაეცეს პასუხი კითხვას,...

პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდება

"ქართული ოცნების" განათლების მინისტრის, გივი მიქანაძს განცხადებით, მომავალი წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მე-6...