მთავარისიახლეებიპოლიტიკაგეგმები ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით შეიცვალა, ყველანი რესპუბლიკის მოედანზე - ნიკა მელია

გეგმები ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით შეიცვალა, ყველანი რესპუბლიკის მოედანზე – ნიკა მელია

Published on

ნაციონალური მოძრაობის გეგმები ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით დღეს გავითარებულ მოვლენათა გამო შეიცვალა- ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ, სამ ლოკაციაზე დაგეგმილი აქცია-მსვლელობა უქმდება და გაიმართება ერთი მასშტაბური აქცია.
კერძოდ, მოქალაქეები 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. 
მელიამ მოქალაქეებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მან თქვა, რომ ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს და სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს.
 “ვაუქმებ ხვალისთვის დაგეგმილ აქცია-მსვლელობას 3 ლოკაციაზე. ხვალ, ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის თავისუფლება და ღირსება არის საფრთხის ქვეშ, გელოდებით 15 საათზე რესპუბლიკის მოედანზე. ყველას გთხოვთ, გადავდოთ ყველა ჩვენი საქმიანობა, და გამოვიდეთ რესპუბლიკის მოედანზე. სააკაშვილის მკვლელობა არის სახელმწიფოს მკვლელობა მრავალი წლით. მთავარი სამუშაო ადგილი არის ხვალ, რესპუბლიკის მოედანზე. ვიკრიბებით კონკრეტული გეგმით, რომელსაც ხვალ გაგაცნობთ. ხვალ 15:00 საათამდე, გადაიყვანეთ, რომელიც დატყვევებული გყავთ, სამოქალაქო კლინიკაში”, – განაცხადა ნიკა მელიამ. 

სიახლეები

არც ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს პარლამენტში- არასამთავრობოები

23 არასამთავრობო ორგანიზაცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს რომელშიც ნათქვამია, რომ...

აქციის დროს დაკავებულ მათე დევიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მელიქიშვილის გამზირზე, 19 ნოემბრის დილას, აქციის დროს დაკავებულ მათე დევიძეს, რომელსაც საგამოძიებო ორგანო პოლიციელებზე...

“სააპელაციო საჩივარს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობაზე ამჯერადაც ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს” – საია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლო მათ საჩივარს ცესკოს შემაჯამებელი ოქმის/არჩევნების შედეგების...

25 ნოემბერი, დილის ცხრა საათი – ახალი საპროტესტო შეკრების დრო

25 ნოემბერი, დილის ცხრა საათი - ახალი საპროტესტო შეკრების დრო და თარიღი ცნობილია. მოქალაქეებს ორშაბათს...