ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილი მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის ყველა წევრი მაღალკვალიფიციური და კეთილსინდიერი სპეციალისტის რეპუტაციით სარგებლობს

0
299

ომბუდსმენმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყენოს კანონმდებლობით მისთვის მონიჭებული უფლებამოსილება და შექმნას მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფოს მიერ პატიმრისთვის მიწოდებული სამედიცინო სერვისის ეფექტიანობას, თუმცა აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი ვერ და არ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმარზე და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაწილში.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ უკვე არაერთხელ აქვს გამოყენებული საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად ექიმ-სპეციალისტთა მოწვევის მანდატი სხვა პატიმრებთან დაკავშირებით.

ჯგუფის ყველა წევრი მაღალკვალიფიციური და კეთილსინდიერი სპეციალისტის რეპუტაციით სარგებლობს.

მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფში სახალხო დამცველმა მოიწვია სამედიცინო დარგის სპეციალისტები, საჭიროების შემთხვევაში კი, ომბუდსმენის ცნობით, ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება შესაბამისი დარგის სამედიცინო ექსპერტთა მონაწილეობით.

სახალხო დამცველის ცნობით, მის მიერ მოწვეული მულტიპროფილურ ექპერტთა ჯგუფი ისარგებლებს სახალხო დამცველის მიერ გაცემული სპეციალური რწმუნებებით, რის საფუძველზეც ,საჭიროებების შემთხვევაში, განახორციელებენ ვიზიტებს პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან, შეამოწმებენ N18 სამკურნალო დაწესებულებას, შეისწავლიან შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციას და დასკვნებს სახალხო დამცველს წარუდგენენ. სწორედ ექსპერტ-სპეციალისტთა დასკვნებით იხელმძღვანელებს სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თავისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში.

წინა სტატია,, მე აქედან არ გავალ, სანამ საქართველოს ექსპრეზიდენტს საქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.” – პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს
შემდეგი სტატიაზვიად ციკოლია: რა ჯადოს გვიკეთებენ, რომ ასე აღტკინებით ველოდებით ადამიანის სიკვდილს?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური