რუსთავის ციხესთან კარვები გაიშალა
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, მის მხარდასაჭერად კარვები გაიშალა. ციხესთან შეკრებილი არიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, მიხეილ სააკაშვილისა და ენმ-ის მხარდამჭერები. რუსთავის ციხესთან დღეს საპროტესტო აქცია დაიწყო და ის უწყვეტი პროტესტის სახით გაგრძელდება. ამასთან, საპროტესტო კერების მოწყობა იგეგმება სხვადასხვა ქალაქშიც.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე