უნდათ გორის ჰოსპიტალში გადაყვანა, საიდანაც ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ გატაცება იგეგმება – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, მისი ჯანრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას აკეთებს და კლინიკაში გადაყვანის ვერსიებზეც საუბრობს: “მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება, მაგრამ ის კატეგორიული წინააღმდეგია გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის, ამავე დროს, აპირებენ მის გადაყვანას გორის ჰოსპიტალში, საიდანაც, ჩვენი ინფორმაციით, ე.წ. ოსური სპეცრაზმი მის გატაცებას აპირებს, ასე რომ, არ გამოგივათ, ბატონებო!”, – ამბობს ნიკა გვარამია.