კვლევა მეორე ტურის წინ: ზუგდიდში ანზორ მელია იმარჯვებს – IPSOS
“მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS Global-მა 23-დან 27 ოქტომბრამდე, 2.600 მოქალაქის გამოკითხვის შედეგად კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა მოიცავს იმ ქალაქების ნაწილს, სადაც 30 ოქტომბერს მეორე ტურია დანიშნული. ამ კვლევის მიხედვით, მეორე ტურში ანზორ მელიას 54,7%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს მამუკა წოწერიას 45,3%. შეგახსენებთ, მეორე ტური 30 ოქტომბერს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 20 ოლქში ტარდება.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე