მთავარისიახლეებიმსოფლიოელიზაბეთ II წლის მოხუცად დაასახელეს, მაგრამ ამ ჯილდოზე უარი თქვა

ელიზაბეთ II წლის მოხუცად დაასახელეს, მაგრამ ამ ჯილდოზე უარი თქვა

Published on

დედოფალი, რომელსაც 95 წლის განმავლობაში უამრავი ჯილდო მიუღია, წლის ასაკოვანი ადამიანის წოდებაზე უარს აცხადებს. მონარქს მიაჩნია, რომ ის ჯილდოს კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს და განმარტავს, რომ “იმდენად ხარ მოხუცი, რამდენადაც თავს თვლი”.

მან “თავაზიანად, მაგრამ მტკიცე” უარი განაცხადა ჯილდოზე, რომელიც ყოველწლიურად ასაკოვანი თაობის წევრებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემა.

მომავალ წელს დედოფალი იუბილეს გრანდიოზულად აღნიშნავს
და მისთვის ამ ტიტულის მინიჭებაც სწორედ მაშინ იგეგმებოდა. დედოფლის გადაწყვეტილებას თვითონ ამ დაჯილდოების ორგანიზატორიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მონარქმა ჯილდო უფრო ღირსეული კანდიდატისთვის დათმო.

წლის მთავარი ასაკოვანი ადამიანის ჯილდო საბოლოოდ ფრანგ-ამერიკელ მსახიობსა და მოცეკვავე ლესი კარონს გადაეცა, რომელიც დედოფალზე 5 წლით უმცროსია. დაჯილდოება უკვე 29 წელია, ტარდება და მისი გამარჯვებულები არიან როგორც ნობელის პრემიის ლაურეატები, ასევე ექთნები და ვეტერანი ათლეტები.

4 2 2 სტატიები საზოგადოება პოლიტიკა ეკონომიკა სპორტი მეცნიერება კულტურა მოდა ჯანმრთელობა გართობა ქალი და მამაკაცი კულინარია Quiz ...

სამეფო ოჯახის წევრებიდან წლის მთავარი ასაკოვანი ადამიანის ჯილდო 2011 წელს ედინბურგის ჰერცოგმა, პრინცმა ფილიპმაც მიიღო 90 წლის იუბილეზე.

წყარო: The Guardian

სიახლეები

კოალიციამ “ცვლილებისთვის” ცესკოს საარჩევნო ნომრის შენარჩუნების განაცხადით მიმართა

კოალიციამ "ცვლილებისთვის" ცესკოს საარჩევნო ნომრის შენარჩუნების განაცხადით მიმართა - ამის შესახებ კოალიციის მიერ გავრცელებულ...

უკრაინის რადამ იულია სვირიდენკო პრემიერმინისტრად დაამტკიცა

უკრაინის უმაღლესლმა რადამ იულია სვირიდენკო პრემიერმინისტრად დაამტკიცა. ინფორმაციას ფრაქცია Голос-ის დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკა ტელეგრამ-არხზე ავრცელებს. სვირიდენკოს...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია ხალხის მსახურის შეხვედრაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. ადგილობრივი მედიის ცნობით,...

კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე: ყველაზე მთავარი სიკეთე არის მშვიდობა და სტაბილურობა

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ყველაზე მთავარი...