ზუგდიდის ქუჩებში სტენსილი “თავისუფლება მიშას” გაჩნდა

ღამის საათებში, ენმ-ს მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა ზუგდიდის ცენტრალური ქუჩებზე სტენსილი დატოვეს. სტენსილები წარწერით “თავისუფლება მიშას” ზუგდიდში მერიის, სახელმწიფო ადმინისტრაციის, ფოსტის და იუსტიციის შენობების მიმდებარე ტერიტორიებზე დატოვეს. იგივე სტენსილები გაჩნდა თბილისსა და ქუთაისში. შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მე-8 დღეა, სამარტოო საკანში შიმშილობს.