ცესკო: კალაძე – 45,5%, მელია – 34,1%, გახარია – 8,9% / დათვლილია უბნების 42%

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებიდან 10 საათის შემდეგ ცესკომ პირველი ბრიფინგი გამართა და პირველადი შედეგები გამოაქცხადა. 3 ოქტომბრის დილის 07:00 მონაცემებით, ცესკომ თბილისში არსებული 769-დან 320 უბანი დათვალა, რაც უბნების 42%-ს შეადგენს. დათვლილი უბნების მონაცემების მიხედვით, თბილისში მეორე ტური ჩატარდება. ცესკოს ინფორმაციით, კახა კალაძემ ხმების 45,5%, ნიკა მელიამ კი 34,1% მიიღო. მესამეა გიორგი გახარია – 8,9%-ით.