ელექტროშოკით აღჭურვილი “ოცნების” აქტივისტი სამეგრელოში
მმართველი პარტიის აქტივისტები სამეგრელოში განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩევიან. ტვ “ფორმულისა” და “პირველის” ჟურნალისტებს ზუგდიდის ერთერთ საარჩევნო უბანში სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს. ამასთან, როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, მანქანაში მყოფი აქტივისტების ნაწილი ელექტროშოკით არიან აღჭურვილი. ჟურნალისტს, რომელიც ცდილობდა გაერკვია, რატომ იყო საარჩევნო უბანთან ახლოს აქტივისტი, რომელსაც თან ჰქონდა ელექტროშოკი, აგრესიულმა პირებმა “გვარამიას წიწილი” უწოდეს.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე