მთავარისიახლეებიმსოფლიოიმისთვის, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდნენ, ალიანსის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ...

იმისთვის, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდნენ, ალიანსის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ – იენს სტოლტენბერგი

Published on

ნატოს კარი ღია რჩება. ბუქარესტის სამიტზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან. მაგრამ იმისთვის, რომ წევრები გახდნენ, მათ ნატოს სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროპის კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩემი გზავნილი ორივე ქვეყნისთვის არის ის, რომ ისინი ორიენტირებულები უნდა იყვნენ რეფორმებზე, ინსტიტუტების რეფორმირებასა და მოდერნიზებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე. ჩვენ ამ რეფორმების გატარების მცდელობაში მათ ვეხმარებით“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ის, გახდეს თუ არა რომელიმე ქვეყანა ნატოს წევრი არის მხოლოდ ამ ქვეყნის და ნატოს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი.

„ეს არის ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლება, გადაწყვიტოს, უნდა იყოს ნატოს წევრი თუ არა. თუკი ქვეყანას სურს, ნატოს წევრი გახდეს, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაშია, ეს ნატოს წევრების და ამ ქვეყნების გადასაწყვეტია და არავისი სხვისი. რუსეთი ვერ უარყოფს სუვერენული სახელმწიფოს უფლებას გახდეს ნატოს წევრი,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...