ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა რომ გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე წასვლის სურვილი საქართველოს 60 000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა.
,,შემდეგი ქვეყნები, რომლებიც ჩვენ მოლაპარაკების რეჟიმში გვყავს, ეს არის საფრანგეთი, საბერძნეთი და ისრაელი, თუმცა, კვიპროსთანაც მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკება. ასევე, გერმანიის შემდეგ, ევროპის არაერთი ქვეყნიდან გვქონდა გამოხმაურება და ინტერესი…” – ამბობს ტიკარაძე, რომელიც იმის მაცვლად, რომ ვაქცინაციაზე და ქვეყნის ეკონომიკის გახსნაზე ილაპარაკოს,მოსახლეობის, განასაკუთრებით ახალგაზრდებისგან მისი დაცლის პერსპექტივის რეალიზაციით არისდაკავებული.