სამეგრელოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევაა გამოვლინდა, მათგან ზუგდიდში დადასტურებულია 11 შემთხვევა [Video]

0
442

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში რეგიონის მასშტაბით 256 ნიმუში გამოიკვლიეს. მათგან 26 -ზე დადებითი პასუხია.

აქედან 11 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან ათი უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, ხოლო ერთი კი ახალი შემთხვევაა და ის რუხის კლინიკაში ცხელებით შესული პაციენტია.

1 შემთხვევა დაფიქსირდა ჩხოროწყუში, რომელიც უკვე დადასტურებულის კონტაქტია.

2 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, მათგან 1 ტექსტილის კონტაქტია, ხოლო მეორე ახალი შემთხვევაა და ის ცხელებით იმყოფებოდა კლინიკა „სენამედში“.

10 შემთხვევაა სენაკში, მათ შორის 7 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, ხოლო 3-ის ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს.

2 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, მათგან 1 აჭარა ტექსტილს უკავშირდება, ხოლო მეორე კი ახალი შემთხვევაა და მისი ინფიცირების წყაროს დადგენა მიმიდინარეობს.

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 96 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 37 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 11 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 6 პაციენტი, მათგან 4 იმერეთის რეგიონიდან არის, 1 ფოთის მაცხოვრებელია და 1 გურიის რეგიონიდანაა. რუხის კლინიკიდანა გაეწერა 5 პაციენტი, მათგან 4 ზუგდიდელია და 1 გალის მაცხოვრებელია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 159 ადამიანი.

წინა სტატიაანტი-კოვიდი ( II სეზონი), გადაცემა 10 ( 14.10.2020) [Video]
შემდეგი სტატიაოკუპირებული აფხაზეთი რუსეთს 500-საწოლიანი საველე ჰოსპიტალის მოწყობას თხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური