ივანიშვილის მარიონეტებს აწეული ყურები უხურთ. ხელისუფლების მკვდრადშობილი კამპანია – საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა ოპოზიციას უნდა დაბრალდეს

0
431

ივანიშვილის მარიონეტებს აწეული ყურები უხურთ და ერთმანეთს ასწრებენ განცხადებებს საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლო ჩავარდნის შესახებ.

თუ საკონსტიტუციო ცვლილებებიჩავარდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ “რადიკალური ოპოზიციის” პასუხისმგებლობა იქნება. – ასეთია ხელისუფლების გზავნილი ოპოზიციასა და ამომრჩევლს, რომელსაც ახალი საარჩევნო სისტემის უზრუნველყოფას დაპირდა.

დღევანდელ ბრიფინგზე პარლამენტისთავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ქართული ოცნება 8 მარტის შეთანხმებას “ზედმიწევნით” ასრულებს, თუმცა ოპოზიციას საკონსტიტციო ცვლილებები კი არა სხვა ინტერესები აქვს

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკების დროს გაჟღერდა, “ოთხივე შემთხვევაში ოპოზიციამ მიიღო მკაფიო პასუხი ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი”.

“ამის მიუხედავად, ოპოზიცია უტიფრად სპეკულირებს და აცხადებს, რომ, თითქოს, მმართველმა პარტიამ პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება აიღო და საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით ემუქრება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თუ ასეთი მოხდება, იქნება მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის მოწოდებული, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და მხარი დაუჭიროს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე, არჩილ თალაკვაძის მსგავსად ამბობს, რომ თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება.

მისი თქმით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი 8 მარტის შეთანხმებაში განხილულიც არ ყოფილა, ვინაიდან “ელჩების თანდასწრებით არავინ აიღებდა იმის პასუხისმგებლობას, რომ უკანონობა ჩაედინათ”.

“რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ქართული ოცნება სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არის სრულ მზადყოფნაში, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, არის სრული მობილიზება. თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, რა თქმა უნდა, იქნება მათი პასუხისმგებლობა და მოგვიწევს არჩევნების ჩატარება იმ საარჩევნო სისტემით, რომლითაც ათეულობით წლის განმავლობაში ტარდებოდა საქართველოში”, – თქვა კალაძემ.

წინა სტატიავინ გაძვრება ,,ტრუბაში” – რიონი თუ ოლიგარქი?
შემდეგი სტატიაზუგდიდში გაკეთებული ქუჩების ხელახლა გადათხრის მიზეზი მისი უხარისხოდ დაგებაა – ოპოზიცია [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური