მეზობლების ინფორმაციით, ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში უცხოეთიდან ჩამოსული პირი ამბობს, რომ კარანტინს გადაურჩა და არც თვითიზოლაციის წესებს იცავს

0
785

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა პანიკაშია. ადგილობრივები „ოდიშინიუსს“ დაუკავშირდნენ და დახმარება ითხოვეს. მათი თქმით, პირი, რომელიც უკრაინიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, ამბობს, რომ კარანტინს გადაურჩა და არც თვითიზოლაციის წესებს იცავს. მეზობლების ინფორმაციით, მას კონტაქტი ქონდა როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე მეზობლებთანაც. ჩვენი ინფორმაციით, ცხელ ხაზზე დარეკვაც სცადეს. „კარგი ოჯახია, მაგრამ ეს ხომ არ შველის საქმეს, პანიკაში ვართ, ხომ უნდა გაიაროს როგორმე დაგვეხმარეთ“- უთხრა „ოდიშინიუსს“ წყარომ. მისივე ინფორმაციით, პენსიონერი მამაკაცი უკრაინიდან 16 მარტს ჩამოვიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ინფორმირებულია, ნანა ოდიშარიას თქმით, პიროვნება აყვანილი იქნება თვითიზოლაციის კონტროლზე, ხოლო მონაცემები შესაბამის სამსახურებს გადაეცემა.

წინა სტატიასაქართველოს სასაზღვრო – გამშვებ პუნქტებზე დამატებითი საკარანტინე სივრცეები მოეწყობა
შემდეგი სტატიაზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ ახალი ბოქსირებული ბლოკები დაამატა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური