ენას ძვალი არა აქვს, მით უფრო თალაკვაძისას: ,,საზოგადოებამ ოპოზიციის ადგილი მომავალში ვერ დაინახა”

0
2651
მმართველი გუნდი ოპოზიციის მოთხოვნას თელავში ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვასთან დაკავშირებით კრიტიკულად აფასებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია შეშინებულია და ამომრჩეველს სამომავლო გეგმებზე ვერ ესაუბრება.
 
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საზოგადოებამ ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებით უარი კიდევ ერთხელ უთხრა.
 
„ვისაც ეშინია აქ ყველაზე მეტად, ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი და ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერი, რომელთაც ნამდვილად ეშინიათ, თავის მხარდამჭერებს და ამომრჩევლებს უთხრან სიმართლე, რომ მათ წააგეს დიდი უპირატესობით და ასევე, მათ უჭირთ, თავის მხარდამჭერებს უთხრან, თუ რა იქნება მომავალში, თუ რა უნდა გააკეთოს იმ პარტიამ მომავალში, რომლის ადგილიც რეალურად, საზოგადოებამ ამ მომავალში ვერ დაინახა,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
 
რამდენი ბრიფინგიც არ უნდა ჩაატარონ, არჩევნების ლეგიტიმურ შედეგებს ვერ შეცვლის. ვფიქრობ, ოპოზიციას დროულად მართებს აღიაროს არჩევნების შედეგი და სრულფასოვნად ჩაერთოს პოლიტიკურ საქმიანობაში, ოპონირებაში, მათ შორის ნიკა მელია, რომელიც კვარტალში ერთხელ მოდის პარლამენტში კონცერტების ჩასატარებლად. მათ სურთ ჩრდილი მიაყენონ იმ დემოკრატიულ მიღწევას, როდესაც არჩეულ პრეზიდენტს უკვე მოქმედი პრეზიდენტი ევროპული ტრადიციების შესაბამისად გადასცემს საპრეზიდენტო მანდატს და საქართველოში ეს პირველად მოხერხდა,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
 
კითხვაზე: არის თუ არა გიორგი მარგველაშვილის დამსახურება ის, რომ დემოკრატიულად გადასცემს მანდატს, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს არის მთელი საზოგადოების და ხელისუფლების დამსახურება.

წინა სტატიამერიის უარის მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიცია აქციას თელავის ცენტრში გამართავს
შემდეგი სტატია,,როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ფასს გაიგებთ, გვიან არ იყოს” – გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალ უფროსს მიმართავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური