მთავარისიახლეებისაზოგადოებაციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით სტუდენტებთან შეხვედრა შედგა (VIDEO)

ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით სტუდენტებთან შეხვედრა შედგა (VIDEO)

Published on

შოთა მესხიას სახელობის  ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ორგანიზებით უნივერსიტეტის სტუდენთებთან და პროფესორ-მასწავლებელთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებებისა და ციფრული მაუწყებლობის საკითხებზე იყო. მსგავსი რეგიონალური შეხვედრები მიზნად ისახავს სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას, მათი უფლებებისა და მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ვალდებულებების შესახებ. შეხვედრის განმავლობაში უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებელმა სრული ინფორმაცია მიიღეს ციფრული მაუწყებლობის, სატელევიზიო სიგნალის მისაღებად საჭირო აპარატურისა და სხვა სიახლეების შესახებ.  ცნობისათვის, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან საქართველო ანალოგური მიწისზედა მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. აღნიშნული ცვლილების შემდეგ მაყურებლებს საშუალება ექნებათ უფრო მეტ სატელევიზიო არხს უყურონ მაღალ აუდიო-ვიდეო ხარისხში

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...