ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლებში გუშინ მოვარდნილმა ქარმა მოსახლეობას თხილის პლანტაცია გაუნადგურა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მსგავსი ქარი წლებია არ ყოფილა სოფლებში. განადგურებულია როგორც თხილის მოსავალი, ასევე სხვა სახეობის ნარგავებიც. ადგილობრივების განცხადებით, მოსავლის დაახლოებით 80% გუშინ მოვარდნილმა ქარმა გაანადგურა. დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს, კერძოდ, ისინი ითხოვენ, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც თითოეულ ოჯახში ზარალს დაითვლის, ხოლო ზარალის ანაზღაურება ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოხდეს. ამ მიზნით მათ დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ აქცია გამართეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსის ლერი დოჩიას განცხადებით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს შეისწავლის. მოსახლეობის განცხადებით, მათ მოსავალი სადაზღვევო კომპანიებში – ირაოსა და აისი ჯგუფში ჰქონდათ დაზღვეული. მათი თქმით, კონტრაქტის საფუძველზე აღნიშნულმა კომპანიებმა ზარალის ანაზღაურება უნდა მოახდინონ. სადაზღვევო კომპანია აისი ჯგუფში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით კომპანიის მონიტორინგის ჯგუფი მოკვლევას იწყებს და ზარალის შეფასება ადგილზე მოხდება. მოსახლეობის განცხადებით, წელს თხილის განსაკუთრებულ მოსავალს ელოდებოდნენ, მათი თქმით, აქაური მაცხოვრებლების ძირითადი საარსებო წყარო სწორედ თხილის რეალიცაზიიდან მიღებული შემოსავალია. ამჟამად, დაზარალებულები ადგილობრივი ხელისუფლებისა და სადაზღვევო კომპანიის იმედად არიან.
ქარმა ზუგდიდის სოფლებში თხილის მოსავალი გაანადგურა (VIDEO)
სიახლეები
მსოფლიო
აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა
შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...
კულტურა
სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა
„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...
პოლიტიკა
მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის
თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...
მსოფლიო
სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...