მთავარისიახლეებისაზოგადოებასაერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ დღეს ჟურნალისტებისთვის ახალი...

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ დღეს ჟურნალისტებისთვის ახალი კვლევის პრეზენტაცია გამართა.

Published on

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ დღეს ჟურნალისტებისთვის ახალი კვლევის პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული კვლევა სამეგრელოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრების მონაწილეობას ეხება კომერციულ საქმიანობაში. ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, სამეგრელოს რეგიონში 2014 წლის ქონებრივი დეკლარაცია არასრულად ხუთმა თანამდებობის პირმა შეავსო, აქედან 2 ზუგდიდის შემთხვევაში დაფიქსირდა. კერძოდ, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის არჩილ თოდუას განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი კუკავა  საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით რამდენიმე შპს-ს მეწილე და დირექტორია, თუმცა მას დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი სხვა კომპანიებთან ერთად 100% წილს ფლობს ჯი-ელ გრუპში და არის მისი დირექტორიც.გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, გიორგი კუკავა ფლობს  შპს ლაზიკ ლიმიტედში 20% წილს და ამავდროულად მისი დირექტორიცაა. კვლევის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გონელ ნაჭყებია 80% წილის მფლობელია შპს „მერე“ – ში, ხოლო 20%-ს მისი და როზა ნაჭყებია ფლობს. აღნიშნული გონელ ნაჭყებიას დეკლარაციაში შეტანილი არ აქვს. კვლევისშედეგებსარეთანხმებიანზუგდიდისსაკრებულოსწევრები, რომელებიცამკვლევებშიმოხვდნენ. გიორგიკუკავააცხადებს, რომკომერციულიფირმები, რომლებიცმისსახელზეირიცხება, 2 წელიაარფუნქციონირებს. გონელინაჭყებიაკიაცხადებს, რომდეკლარაციაშიშეცდომაადახარვეზსაუცილებლადგამოასწორებს.აღნიშნული კვლევის თანახმად, იკვეთება თანამდებობის პირთა მიერ კანონდარღვევის შემთხვევები, კერძოდ საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნა. გარდა ამისა, რამდენიმე თანამდებობის პირს ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობის შესახებ შეტანილი არ აქვს ქონებრივ დეკლარაციაში.

სიახლეები

ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს ეწვევა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან ერთად, 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, -...

დაცვის პოლიციის თანამშრომელმა სამსახურებრივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა და გარდაიცვალა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაბათის ციხეში დაცვის პოლიციის ოთახში თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით,...

გამოვლინდა 5 მილიონი ევროს ღირებულების 59 ავტომობილის უკანონოდ შემოტანის მცდელობები

ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული...

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია. სოფელ ბარჯაშთან, ქვების სახით ჩამოსულმა მეწყერმა...