რუხის და ინგირის პირველი საჯარო სკოლები მოსწავლეთა დაინფიცირების გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ

0
1193

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ორი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, ესენია  რუხის და ინგირის პირველი საჯარო სკოლები. გადაწყვეტილების მიზეზი დღეს დადასტურებულ კოვიდინფექციის შედეგებს უკავშირდება. როგორც ცნობილია, 20 დადებითი პასუხიდან 14 ამ სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან, სადაც სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობდა.  როგორც სამეგრელო- ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა  მალხაზ თორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, არასრულწლოვნების დაინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან, რომელიც “ოქროს ბირჟის” კლასტერია.

ზუგდიდში სულ ორი ე.წ. კლასტერია, რომელიც 22 სექტემბერს გამოვლინდა, ერთი 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც ოქროს ბირჟაზე მუშაობს, ხოლო მეორე, 72 წლის ქალი, რომელიც ეკლესიაში სანთლებს ყიდის.

წინა სტატიაკორონავირუსით გარდაცვლილი 3 პაციენტიდან ორი აჭარაში, ერთი კი თბილისში მკურნალობდა
შემდეგი სტატიააჭარის რეგიონის გარდა, ქვეყნის მასშტაბით სტუდენტები აუდიტორიებში 19 ოქტომბერს დაბრუნდებიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური