ვიდეობლოგი ტელესკოლისთვის და 8 წლის ანი ლოგუას სამყარო ვირტუალურ სივრცეში [Video]

0
691

ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის მე-3-ე კლასის მოსწავლე ანი ლოგუა პროექტ ტელესკოლის საუკეთესო ვიდეობლოგის ავტორია.  ონლაინგაკვეთილები და ეს სივრცე მისთვის საინტერესო და ინსპირაციის ერთგავრი წყარო აღმოჩნდა. ამბობს, რომ სკოლა და კლასელები ძალიან ენატრება.მომავალში იუთუბ-არხის გახსნაზე ფიქრობს, უნდა ხატვა სხვებსაც ასწავლოს. მისი საყვარელი ჰობი ხატვაა, თავისუფალ დროს ხატავს ტელესკოლის დავალებებს, ახლა უამრავი ნახატი დაუგროვდა, ხატავს, როგორც ფანქრით, ასევე საღებავებით. მთავარი გამოწვევა ანისთვის ტელესკოლა აღმოჩნდა, პროექტის ფარგლებში სწორედ აქედან ისწავლა ჩრდილების თეატრის გაკეთება და პირველი ვიდეოც ბალერინაზეც ააწყო. ანის დედა ნინო კემულარია ამბობს, რომ თავიდან ანის სახლში ყოფნა გაუჭირდა, რადგან აქტიური მოსწავლე ოთახში გამოკეტვას ვერ ეგუებოდა, თუმცა ონლაინგაკვეთილებმა ხალისი დაუბრუნა, ახლა ტელესკოლაშიც ჩაერთო და უკვე დღეს ხალისიანად ატარებს. განათლების საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ უკვე ერთი თვეა დაიწყო, პროექტის შექმნა განათლების სამინისტრომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სკოლები დაიხურა და მოსწავლეები სწავლების ონლაინრეჟიმში გადავიდნენ.

წინა სტატიაარიან თუ არა სალონები მზად რეგულაციებისთვის და რა პრობლემის წინაშე დგებიან ობიექტები [Video]
შემდეგი სტატიაიტალიაში დღეიდან ორთვიანი კარანტინი სრულდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური