მიხეილ სააკაშვილის ოთხი მოთხოვნა პეტრო პოროშენკოს

18:24 11-10-2017
მიხეილ სააკაშვილის ოთხი მოთხოვნა პეტრო პოროშენკოს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი  მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ოთხ მოთხოვნას უყენებს:
 
1. დაიწყოს რეალური ბრძოლა კორუფციასთან 
2. ძირეულად განაახლოს უკრაინის პოლიტიკური სისტემა 
3.ერთწლიანი მორატორიუმი დააწესოს კომუნალური ტარიფების ზრდაზე
4. გაყიდოს თავისი ბიზნესი
 მისი თქმით,თუ უკრაინის პრეზიდენტი ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს,  უნდა გადადგეს.
 
„ეს ოთხი მარტივი ნაბიჯი უნდა გადადგას პეტრო პოროშენკომ, რომ უკრაინაში არსებული სიტუაცია  გაუმჯობესდეს. თუ ხალხის ამ მოთხოვნებს უგულვებელყოფს პოროშენკო,  მაშინ ხალხს უფლება ექნება მისი წასვლა მოითხოვოს. გადადგომა ქვეყნისა და მისი  პირადი რეპუტაციის გადარჩენის საუკეთესო საშუალება შეიძლება გახდეს.
 
უკრაინა სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზეა. თუ პოლიტიკა არ შეიცვლება, არაკონტროლირებად სოციალურ აფეთქებას, უკრაინის სახელმწიფოებრიობის ჩამოშლასა და სუვერენიტეტის დაკარგვას მივიღებთ“,- განაცხადა სააკაშვილმა.
წაკითხულია 158-ჯერ