ირაკლი კობახიძე და ეკა ბესელია პატრიარქს შეხვდნენ

18:06 19-06-2017
ირაკლი კობახიძე და ეკა ბესელია პატრიარქს შეხვდნენ
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ და საკონსტიტუციო მონარქიის საკითხზე ისაუბრეს, -ამის შესახებ ინფორმაციას მამა კახაბერ გოგოტიშვილი ადასტურებს. მისი განცხადებით, შეხვედრა საპატრიარქოში გაიმართა, რომელზეც პატრიარქის ინიციატივის გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ისაუბრეს.
 
შეგახსნებეთ, რომ  კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ მონარქიას პოლიტიკურ ცხოვრებაში სიმშვიდე შეაქვს.
წაკითხულია 146-ჯერ