ირაკლი კობახიძე კონსტიტუციურ მონარქიაზე პლებისციტის ჩატარებას არ გამორიცხავს

18:04 19-06-2017
ირაკლი კობახიძე კონსტიტუციურ მონარქიაზე პლებისციტის ჩატარებას არ გამორიცხავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციურ მონარქიაზე პლებისციტის ჩატარებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, პატრიარქის თითოეული მოწოდება მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომაც მის წინადადებაზე სერიოზულად  უნდა იმსჯელონ. კობახიძის აზრით, ყველა მართვის სისტემას უპირატესობა აქვს. პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ მონარქიას თავისი პლიუსები აქვს.
 
“ჩვენ გვქონდა შეხვედრა პატრიარქთან, მათ შორის ვისაუბრეთ იმ განცხადებებზე, რომელიც კონსტიტუციურ მონარქიას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს პატრიარქის თითოეულ სიტყვას და მოწოდებას. მისი სიტყვების მნიშვნელობა დიდია და სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ.
 
ყველა მართვის სისტემას აქვს უპირატესობები, მათ შორის კონსტიტუციურ მონარქიას. პატრიარქმაც ბრძანა, რომ მონარქია არის სიმშვიდის შემომტანი. სერიოზული პლუსები აქვს და ჩვენ შეგვიძლია, გრძელვადიან პერსპექტივაში ვიფიქროთ ამაზე. თუ იქნება პირობები, ეს შეიძლება”, – განაცხდა კობახიძემ.
 
კითხვაზე განიხილება თუ არა ამ საკითხზე პლებისციტის ჩატარება, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანია.
 
შეგახსენებთ, გუშინ პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო მონარქია ქვეყანას სიმშვიდეს მოუტანს.
წაკითხულია 30-ჯერ