რატომ არიდებს თავს მმართველი გუნდი დებატებს გაფართოებული ფორმატით? - ხელისუფლება არავითარი ცვლილების განხორციელებას არ აპირებს

12:58 19-06-2017
რატომ არიდებს თავს მმართველი გუნდი დებატებს გაფართოებული ფორმატით?   - ხელისუფლება არავითარი ცვლილების განხორციელებას არ აპირებს
 ,, საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სვლილებებზე მუშაობის პროცესსი  თავიდანვე არასწორი გზა აირჩია - ეს იყო საკონსტიტუციო კომისიასთან და საქართველოს პარლამენტთან დაპირისპირების გზა.პრეზიდენტი შევიდა ჩიხში და ამის შედეგია ის, რომ მან სამწუხაროდ, უარი თქვა ჩვენს შეთავაზებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. - ”ჩვენ პრეზიდენტს შევთავაზეთ ერთად დავმსხდარიყავით საზოგადოების წინაშე ღია ეთერში და   გვესაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების არსის თაობაზე. მაგრამ, სამწუხაროდ  პრეზიდენტმა ეს შეთავაზება არ მიიღო, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი პოზიციები  ძალიან მყარია, ხოლო  და პრეზიდენტისა  ძალიან სუსტი”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 
 
საქართველოს პრეზიდენტი  თავის მხრივ კიობახიძის ინიციატივას სატელევიზიო დებატების სესახებ უპირისპირებს წინადადებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დებატები  შედგეს გაფართოებულ ფორმატში,  პრეზიდენტის რეზიდენციაში,  პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით
 
ოპოზიციური პარტიების ლიდერები გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას იზიარებენ და ამბობენ, რომ ცვლილებებს ფართო კონსესუსი სჭირდება.
მათი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მაღალი კონსესუსის საფუძველზე მიღებაა ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც.
 
საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაწყებულ  ამ კამათს ეხმაურება „ნაციონალურ მოძრაობა“  . პარტიაში ირაკლი კობახიძის შეთავაზებას მოჩვენებითს უწოდებენ და ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლების უზურპაციის მცდელობის შეჩერებას არ აპირებს.
 
„დღეს "ქართული ოცნება" ცდილობს საქართველოს კონსტიტუცია მოირგოს საკუთარ თავზე. დღეს "ქართული ოცნება" ცდილობს წავიდეს, საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის, პოლიტიკური პარტიების და საქართველოს პრეზიდენტის ინტერესების წინააღმდეგ და ის, რომ თითქოს დღეს ხდება შემოთავაზება ღია ეთერში დისკუსიის, ეს არის მოჩვენებითი იმიტომ, რომ რეალურად, არავითარი ცვლილების განხორციელებას ხელისუფლება ივანიშვილის მეთაურობით არ აპირებს,“ - აცხადებს  აკაკი მინაშვილი.
არასაპარლამენტო ოპოზიცია, წარმოდგენილ პროექტს მმართველ გუნდზე მორგებულს უწოდებს და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრის აუცილებლობაზე საუბრობს.
 
სრულიად გაუგებარია პარლამენტის თავმჯდომარის ეს დაჟინება, რომ გინდა თუ არა, რომ უნდა იდებატოს პრეზიდენტთან პირდაპირ ეთერში. განცხადებები ვენეციაში ხელმძღვანელობის მხრიდან არა ერთი გაკეთდა და ვხედავთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის ის, რომ იყოს კონსესუსით მიღწეული ყველა გადაწყვეტილება. ფართო და ყველას მონაწილეობით, როგორც იყო დაკონკრეტებული. საუბარია იმაზე, რომ ეს სამი პუნქტი ანუ ბლოკების გაუქმება, ბარიერის არ დაწევა და გადაუნაწილებელი მანდატები არის შემაფერხებელი, ერთი პარტიისთვის მოგონილი და ყველა პარტიისთვის ხელის შემშლელი,“ - ამბობს   "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრი გიორგი ახვლედიანი. 
 
 
 
 
 
 
 
წაკითხულია 37-ჯერ