შალვა შაგულიძემ პროტესტის ნიშნად თავისი კანდიდატურა მოხსნა

11:38 11-07-2018
შალვა შაგულიძემ   პროტესტის ნიშნად  თავისი  კანდიდატურა მოხსნა
შალვა შავგულიძემ,  რომელიც ,, ევროპულმა საქართველომ'' მთავარი პროკურორობის საკუთარ კანდიდატად  დაასახელა, .პროკურორის შერჩევის პროცესიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, გადაწყვეტილება მან რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ერთ-ერთ მიზეზად პროცესის გაუმჭვირვალობა სახელდება.
 
 "ევროპული საქართველო" და თავად შალვა შავგულიძე საპროკურორო საბჭოს დღევანდელი სხდომის ღიად ჩატარებას - კანდიდატებთან გასაუბრების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას ითხოვდნენ., თუმცა ამის მიუხედავად შეხვედრა სავარაუდოდ დახურული იქნება. 
 
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე, რომელიც ასევე პროტესტის ნიშნად არესწრება დღევანდელ სხდომას,  აცხადებს, რომ რეფორმების გასატარებლად აუცილებელია პროკურორობის კანდიდატს ჰქონდეს საზოგადოების მხარდაჭერა.  შალვა თადუმაძე კი,  როგორც  ხელისუფლების და ივანიშვილის მორიგი ფიგურა,  ვერ იქნება აღჭურვილი იმ მანდატით, რომ   შეძლოს ამ რეფორმების განხორციელება და მოიპოვოს საზოგადოების ნდობა-.
 
  დღევანდელ სხდომაზე  მოხდება კანდიდატებთან  ინდივიდუალურად გასაუბრება. დღის ბოლოს გახდება ცნობილი, რომელი კანდიდატი მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას..საბჭო თავის მიერ შერჩეულ  კანდიდატს    ჯერ მთავრობას,  შემდეგ კი პარლამენტს წაუდგენს 
 
 
წაკითხულია 31-ჯერ