„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

15:17 12-06-2018
„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრება
ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის შეკრების თემა მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებებია. ამასთან, როგორც დეპუტატები აცხადებენ, უმრავლესობის შეხვედრა უკავშირდება მიმდინარე საკითხებს, მათ შორის, საუბარი შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი, გიორგი კვირიკაშილი ესწრებიან. 
ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, შეხვედრას როგორც უმრავლესობის წევრები, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრები დასწრებიან. 
 
 
წაკითხულია 90-ჯერ