შალვა ნათელაშვილი საერთო სახალხო საპროტესტო მოძრაობის დაწყებას აანონსებს

13:55 12-06-2018
შალვა ნათელაშვილი საერთო სახალხო საპროტესტო მოძრაობის დაწყებას აანონსებს
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საერთო სახალხო საპროტესტო მოძრაობის დაწყებას აანონსებს. პირველი "ლეიბორისტი" მოუწოდებს დასავლეთს გაყინოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის საბანკო ანგარიშები.ნათელაშვილის თქმით, მიმდინარე აქციებს უნდა მიეცეს პოლიტიკური მსვლელობა.„რეჟიმმა არ იკმარა ახალგაზრდების ჩახოცვა და უკვე გადავიდა შვილმოკლული მამების დარბევაზე, ოპოზიციის წინააღმდეგ  აღვირახსნილ რეპრესიებზე.ჩვენმა ხალხმა ამას უნდა უპასუხოს გაერთიანებით, მედგარი ბრძოლით. დასაწყებია საყოველთაო სახალხო საპროტესტო მოძრაობა, რომელმაც უნდა მიგვიყვანს რეჟიმის შეცვლამდე, პარლამენტის თვითლიკვიდაციამდე, ახალი არჩევნების ჩატარებამდე.  ვიწყებთ კონსულტაციებს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან.მოვუწოდებთ, დემოკრატიულ სამყაროს გაყინონ მსოფლიო ბანკებში ივანიშვილის კრიმინალური და მეტწილად ჩვენგან წართმეული მილიონები.პროცესს უნდა მიეცეს პოლიტიკური ხასიათი - უნდა დავამთავროთ პოლიტიკური ჰერმაფროდიტიზმი,“- განაცხადა ნათელაშვილმა.
წაკითხულია 75-ჯერ