ნიკოლ ფაშინიანი: „საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ''

15:05 16-05-2018
ნიკოლ ფაშინიანი: „საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ''
„საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ. ახლა ვიზიტის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მიმდინარეობს. როგორც კი ჩვენ ვადებზე შევთანხმდებით, მე აუცილებლად გაცნობებთ“, - განაცხადა  სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პასუხად კითხვაზე, აპირებს თუ არა ის  26 მაისს თბილისში ჩასვლას საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით
 
შეგახსენებთ, რომ 11 მაისს ფაშინიანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც მხარეები უახლოეს დროში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
 
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეზე სომეხი კოლეგა არმენ სარქისიანი დაპატიჟა.
წაკითხულია 44-ჯერ