პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: პოლონეთში თავისუფალი და ათჯერ უფრო საშიში ვარ, ვიდრე უკრაინაში ვიყავი

17:45 13-02-2018
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: პოლონეთში თავისუფალი და ათჯერ უფრო საშიში ვარ, ვიდრე უკრაინაში ვიყავი
ვარშავაში  საქართველოს  ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა   პრესკონფერენცია გამართა. მან შეფასება მისცა უკრაინის ხელისუფლების მოქმედებას მის მიმართ  საზოგადოდ და განსაკუთრებით გუშინ მომხდარს. მან ილაპარაკა ასევე თავის სამომავლო გეგმებზე და დამოკიდებულებაზე საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარეპროცესების მიმართ.  გთცვაზპბთ ფრაგმენტებს მიხეილ საააკაშვილის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებებიდან
 
პოლონეთში თავისუფალი და ათჯერ უფრო საშიში ვარ, ვიდრე უკრაინაში ვიყავი
„თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გადაადგილების პირობებში ევროპაშიც ისეთივე ეფექტური ვიქნები, როგორც უკრაინაში ვიყავი. უკრაინაში დამდევდნენ, მითვალთვალებდნენ, აქ თავისუფალი და 10-ჯერ უფრო საშიში ვარ, ვიდრე უკრაინაში ვიყავი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საპროტესტო აქციების ორგანიზებას აპირებს.
„მჯერა, ერთად მოვაწყობთ საპროტესტო მოძრაობას და ოლიგარქებს ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას. ეს საპროტესტო მოძრაობა გაიზრდება. პოროშენკო თავისი ფეხით უნდა გავუშვათ იმ საკანში, სადაც მე ვიჯექი“ , - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობას აპირებს. 
მისივე თქმით, პოროშენკო საბჭოთა კავშირის ტიპიური პროდუქტია და შესაბამისად ფიქრობს. 
პეტრო პოროშენკო საბჭოთა კავშირის ტიპიური პროდუქტია, ”ბარიგაა”.  
 
ჩემი უკრაინიდან გაძევება არ შეიძლებოდა, ვინაიდან ეს ყველა მოქმედი იურიდიული ნორმის დარღვევაა
„თუ ადამიანს ბრალს სდებენ სახელმწიფო გადატრიალებაში, მას ქვეყნიდან არ აძევებენ. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. უცოდინარი უნდა იყო, რომ ქვეყნიდან ის ადამიანი გააძევო, რომელსაც ბრალი ედება მძიმე დანაშაულში. კითხვას ვსვამ, გამასამართლებენ თუ არა უკრაინის სასამართლოში? როგორ აპირებთ ამას? პოროშენკოს სულ არ აწუხებს უკრაინის კანონები. დამაბრუნეთ უკრაინაში. მე მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ასევე მიმართა უკრაინელებს და განაცხადა, რომ მათ „პათოლოგიური მატყუარები მართავენ“.
„ჩემო ძვირფასო უკრაინელებო, თქვენ პათოლოგიური მატყუარები გმართავენ. ისინი არ იმსახურებენ უკრაინისნაირად დიად ქვეყანას მართავდნენ. პოროშენკოს ჩემი ეშინია, ვინაიდან ჩემი მოსყიდვა შეუძლებელია და მე არასოდეს შევდივარ გარიგებაში ოლიგარქებთან. პირიქით, მე მათ მთელი ცხოვრება ვებრძვი. დამაბრუნეთ უკრაინაში, მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ“, - დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა. 
 
მე უკრაინაში დავბრუნდები მაშინ, როდესაც უკრაინაში ოპოზიციის მობილიზებას მოვახდენთ,
„უახლოეს პერიოდში ვაპირებ ჰოლანდიაში წასვლას, სადაც, როგორც იცით, ჩემი ოჯახია. დანარჩენი დრო ევროპაში ვაპირებ გადაადგილებას. ევროპაში საზღვრები არ არის და ამის პრობლემა არ მექნება. პოლონეთში მე, როგორც სახლში ვგრძნობ თავს და ჩემს მეგობრებთან ვარ. რაც შეეხება უკრაინაში დაბრუნებას, მე დავბრუნდები, როდესაც ჩვენ ოპოზიციის მობილიზებას მოვახდენთ“.
მისი თქმით, თუ უკრაინა გადარჩება, საქართველოზეც ეს კარგად აისახება.
„საჭიროა უკრაინის გადარჩენა. უკრაინის დღვანდელ ხელისუფლებას სულაც არ აწუხებს უკრაინა. უკრაინელი ის არ არის, ვინც ჰპარავს უკრაინას და ვინც უკრაინის ეროვნული ინტერესებით ვაჭრობს. ჩვენ მოვაწყობთ მასობრივ აქციებს, მშვიდობიანად ჩამოვაცილებთ ოლიგარქებს ხელისუფლებისგან. ეს მოძრაობა გაფართოვდება და მე მოვძებნი მომენტს, რათა ფიზიკურად შევუერთდე მათ უკრაინაში“, - დასძინა მან. 
 
დაკავების შემდეგ ცოტა კისერი მტკივა, მაგრამ ეს ტკივილი გაივლის და უკრაინელ ოლიგარქებს კისერს მოვტეხ
მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად, ისევე როგორც ვრჩები ქართველად და აუცილებლად აღვიდგენ უკრაინის მოქალაქეობას, - ამის შესახებ ვარშავაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხ„ჩემი მოშორების მცდელობა უბრალოდ განწირულია მარცხისთვის. მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად, ისევე როგორც ვრჩები ქართველად, და აუცილებლად აღვიდგენ უკრაინის მოქალაქეობას. გუშინდელი დაკავების შემდეგ ცოტათი კისერი მტკივა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს კისრის ტკივილი გაივლის, უკრაინელ ოლიგარქებს კი მე კისერს მოვტეხ აუცილებლად“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების წამყვანი პირები ამ უკანონობისთვის პასუხს აგებენ.
„მე მაქვს შესაბამისი გამოცდილება და ვიცი, როგორ უნდა იმუშაოს ციხეებმა, ამიტომ მე ვპირდები პეტრო პოროშენკოს, იური ლუცენკოს, არსენ ავაკოვსა და რინატ ახმეტოვს, რომ ისინი უკრაინის ციხეებში მოხვდებიან“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
 
 
წაკითხულია 108-ჯერ