,, ბატონი მიხეილ სააკაშვილი უკვე მიღებულია პოლონეთის ტერიტორიაზე'' - ქვეყნის სასაზღვრო სამსახური განცხადებას ავრცელებს

20:16 12-02-2018
,, ბატონი მიხეილ სააკაშვილი უკვე მიღებულია პოლონეთის ტერიტორიაზე'' - ქვეყნის   სასაზღვრო სამსახური განცხადებას ავრცელებს
 პოლონეთის    სასაზღვრო სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ  ,,ექსპრეზიდენტი ბატონი მიხეილ საკაშვილი უკვე მიღებულია პოლონეთის ტერიტორიაზე.
 
,,ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პოლონეთის სასაზღვრო ჯარების მთვარსარდლისადმი უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მიერ    წარდგენილი რეადმისიის განაცხადის საფუძველზე და  იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილი ქორწინებაში იმყოფება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქესთან,   საკითხი მისი მიღების შესახებ დადებითად გადაწყდა''-  ნათქვამია  პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში
 
მიხეილ სააკაშვილმა უკვე დარეკა პოლონეთიდან  - წერს დავით საყვარელიძე თავის ფეისბუქგვერდზე. 
 
ბორისპოლის აეროპორტში კი ხალხი არ იშლება.  მოქალაქეები პროტესტს გამოთქვამენ პოროშენკოს ხელისუფლების  დღევანდელი სამარცხვინო საქციელის  გამო და  სახავენ შემგომი საპასუხო მოქმედების ფორმებსა და გზებს. ისინი მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ელოდებიან 
წაკითხულია 231-ჯერ