უკრაინის სასაზღვრო სამსახური ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინა დატოვა

19:53 12-02-2018
უკრაინის სასაზღვრო სამსახური ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინა დატოვა
INTERFAX.RU  თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი, პარტია ,,რუხის'' ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში ჩარტერული რეისით, კიევის დროით დაახლოებით 16:00 - ზე გაფრინდა. 
 
,,ეს დეპორტაცია კი  არ არის, არამედ რეადმისია - დაბრუნება მოხდა იმ ქვეყანაში, საიდანაც იგი არალეგალურად შევიდა უკრაინაში - წერს გამოცემა.
 
უკრაინის სასაზღვრო სამსახური ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთშია.. 
ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ოლეგ სლობოდიანმა გამოცემა Громадське-ს განუცხადა.
„დიახ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაფრინდა“, - აღნიშნა მან.
 
დღეს კიევში მდებარე რესტორან „სულუგუნში“ ნიღბიანმა პირებმა მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავება სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა განახორციელა

 

 

წაკითხულია 278-ჯერ