ალეკო ელისაშვილმა შესაძლოა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

10:13 12-01-2018
ალეკო ელისაშვილმა შესაძლოა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა შესაძლოა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. 
როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მის მიერ შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება, აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში, განსაკუთრებული ყურადღება კი საპარლამენტო არჩევნებზე გამახვილდება. წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე, თავად აპირებს საპრეზიდენტო კანდიდატობას თუ რომელიმე მისი თანამოაზრე, ელისაშვილი კონკრეტულ პასუხს არ იძლევა და აღნიშნავს, რომ მოძრაობა არ იქნება ერთ პიროვნებაზე დამოკიდებული. „უფრო მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ვფიქრობ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზეც, თუმცა ეს მომავლის ამბავია. ამ დაჭაობებულ ქვეყანას სჭირდება ჭაობიდან ამოყვანა. ასე ცხოვრება არ შეიძლება, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ, რომ რაღაც ძვირდება. როდესაც საკრებულოს საქმიანობაში ვიყავი აქტიურად ჩართული, საყოფაცხოვრებო ვითარებას ვერ ვადევნებდი თვალს, მაგრამ ეს ქვითრები იმდენი მოდის თვიდან თვემდე, რომ აშკარაა ცუდად მიდის საქმე. არ ვაპირებ ელისაშვილის ან ელისაშვილების პარტიის შექმნას, პირიქით, რაც არ მომწონს, არის ბელადების პარტიები, რამაც გამოალპო ჩვენი პოლიტიკური სისტემა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
წაკითხულია 286-ჯერ