მიხეილ სააკაშვილი დღეიდან უკრაინის მასშტაბით ტურნეს იწყებს

10:05 11-01-2018
მიხეილ სააკაშვილი დღეიდან უკრაინის მასშტაბით ტურნეს იწყებს
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გუშინ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში იყო დაბარებული მოწმის სახით დასაკითხად, განაცხადა, რომ დღეიდან უკრაინის მასშტაბით ტურნეს იწყებს.„გრძელდება ე.წ. საგამოძიებო ქმედებები. რატომ ეგრეთ წოდებული? იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში ევროპაში არავინ იძიებს სამშვიდობო აქციების საქმეს. საბჭოთა სული დარჩენილია. მათ სურთ ამ საქმით მოგვაცდინონ ჩვენი პოლიტიკური აქციებისგან. თუმცა, ჩვენ ამ აქციებზე უარს არ ვიტყვით“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.მისი თქმით, ის იმ ადამიანებს მოძებნის, ვინც უკრაინას სხვა მეთოდებით უხელმძღვანელებს.  
წაკითხულია 141-ჯერ