«Deutsche Welle»: მიხეილ სააკაშვილი- პოლიტიკოსი, რომელიც პირობითი "ბირთვული რეაქტორიდან" "ბირთვულ ბომბად" გადაიქცა

13:34 07-12-2017
«Deutsche Welle»: მიხეილ სააკაშვილი- პოლიტიკოსი, რომელიც   პირობითი "ბირთვული რეაქტორიდან" "ბირთვულ ბომბად" გადაიქცა
«Deutsche Welle» კიევში მიმფინარე მოვლენებსეხმაურება სტატიით "მიხეილ სააკაშვილის საქმე" - პეტრო პოროშენკოს დასასრულის დასაწყისი?"
 
"მიხეილ სააკაშვილის ბინის ჩხრეკა, მისი საჩვენებელი დაკავება სპეცნაზის მიერ, წაყენებული ბრალდებები და არაორდინარული გათავისუფლების ფაქტი უფრო მეტ კითხვებს ტოვებს, ვიდრე პასუხებს.
 
ერთი მხრივ, საქართველოს ექსპრეზიდენტს ორგანიზებულ დანაშაულებების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, მეორე მხრივ - მისი დანაშაული ჯერ კიდევ დამტკიცებული არ არის. მიხეილ სააკაშვილის ნეიტრალიზების მცდელობით პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მისი გუნდი, პირველ რიგში, ზიანს საკუთარ თავს აყენებს", - წერს Deutsche Welle-ს პოლიტიკური მიმომხილველი სერგეი რუდენკო კომენტარში.
შეეძლო თუ არა მიხეილ სააკაშვილს ფულის აღება ვიქტორ იანუკოვიჩის თანამოზრესაგან - რუსეთში მყოფ "მლადოოლიგარქისაგან", როგორც სერგეი კურჩენკოს უწოდებენ, აქციების გამართვის მიზნით? რა თქმა უნდა, ამის აბსოლუტურად გამორიცხვა არ შეიძლება. მიხო ოლიგარქი არ არის, ბოლო დროს არსად არ მუშაობს (ოფიციალურად), აქციების ჩატარებას კი ფული ჭირდება. არა უნდა გამოვრიცხოთ ისიც, რომ სერგეი კურჩენკო დაინტერესებულია უკრაინაში საკუთარი ბიზნეს-ინტერესების შესანარჩუნებლად. აქედან გამომდინარე, შეეძლო მას ფული მიეცა მიხოსათვის რევულუციის მოსახდენად.
 
მაგრამ განა არ შეეძლო "მლადოოლიგარქს" ეს საკითხი პეტრო პოროშენკოს ხელისუფლებასთან მოეგვარებინა?
თავის დროზე სწორედ ასე გააკეთა ვიქტოს იანუკოვიჩის თანამოაზრე სხვა ოლიგარქებმა - რინატ ახმეტოვმა, ბორის კოლესნიკოვმა, იური ბოიკომ... ასე რომ, ამ ისტორიაში ყველაზე მთავარი კითხვა: რაში დაჭირდა სერგეი კურჩენკოს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შესაძლოა რევოლუციის შედეგადაც კი ვერ შესულიყო პარლამენტში, რომ არაფერი ვთქვათ მის პრეზიდენტობის ალბათობაზე? რა გარანტიები შეიძლებოდა მიეცა მიხეილ სააკაშვილს ოლიგაქრისათვის? არავითარი.
ერთადერთი მეტ-ნაკლებად გასაგები ახსნა: სერგეი კურჩენკოს მეშვეობით რუსეთი უკრაინაში პროტესტების აგორებას გეგმავდა. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ სერგეი კურჩენკოს მოქმედების ლოგიკა გასაგებია, თუმცა ვიმეორებ, ეს ყველაფერი სასამართლოში უნდა გაირკვეს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მიხეილ სააკაშვილთან დამოკიდებულებაში პეტრო პოროშენკო თავისი წინამორბედის შეცდომას იმეორებს - როგორც ვიქტორ იანუკოვიჩი მოექცა იულია ტიმოშენკოს.
 
პეტრო ალექსეევიჩს თავის ნაბიჯებით საკუთარი თავი სულ უფრო ღრმად შეჰყავს ჩიხში. 
 
აშკარაა, უკრაინის ხელისუფლების ბრძოლა მიხეილ სააკაშვილთან საქართველოს ექსპრეზიდენტის დაპატიმრებით ან მისი ექსტრადირებით არ დასრულდება. ოფიციალური კიევი მცდელობით, უნდოდა მას თუ არა, მიხეილ სააკაშვილი ისეთ ოპოზიციურ პოლიტიკოსად იქცა, რომელიც პირობითი "ბირთვული რეაქტორიდან" "ბირთვულ ბომბად" გადაიქცა. 
 
პეტრო პოროშენკოს გარემოცვა თავდაპირველად იმედოვნებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს რეფორმების ვიტრინა იქნებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა - სხვა სურათი  გამოიკვეთა: უკრაინის პრეზიდენტის არაშორსმხედველი, კორუმპირებული და მტაცებლური ხელისუფლება.
 
დიდი შანსია, რომ მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის "მესაფლავედ" იქცეს. საქართველოს ყოფილმა მეთაურმა იცის (ისე, როგორ არავინ!), თუ როგორ მუშაობს უკრაინის სახელმწიფო მანქანა. უფრო მეტი - პროკურატურის ბრალდებები მის პარტიას აქტიურობისაკენ უბიძგებს. საქმე მხოლოდ ქვეყნის შიგნით მოქმედებას კი არ ეხება, არამედ საერთაშორისო არენაზეც, უპირველესად კი აშშ-ში.
ამერიკა გაკვირვებით ადევნებს თვალს, თუ როგორ ებრძვის პეტრო პოროშენკო ვაშინგტონის მიერ მოწონებულ ანტიკორუფციულ ბიუროს... მოკლედ, "ბირთვული იარაღი" გააქტიურების ფაზაში გადადის. გაურკვეველი ისაა, რა შედეგს მოიტანს მისი აფეთქება.
კითხვაზე, იქნება თუ არა უკრაინაში მესამე მაიდანი, შეიძლება ასე ვუპასუხოთ: საეჭვოა, რომ უკრაინელები მასობრივად გამოვიდნენ ქუჩაში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. ამასთან, როცა მიხეილ სააკაშვილს ებრძვის, ხელისუფლება "ცეცხლს ეთამაშება": გენპროკურატურამ ბრალდებები უნდა დაამტკიცოს. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მიხეილ სააკაშვილის, არამედ თვით პეტრო პოროშენკოს ბედიც. 
 
წაკითხულია 145-ჯერ