პუტინი 2018 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

21:48 06-12-2017
პუტინი 2018 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.ამის შესახებ მან ნოვგოროდის მიტინგ-კონცერტზე, გორკის ავტომობილის 85 წლის იუბილეს აღნიშვნის დროს განაცხადა. "მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემს კანდიდატურას ვაყენებ. ამაზე საუკეთესო ადგილი და მიზეზი ამის გამოცხადებისთვის, მგონი არ არსებობს", - თქვა პუტინმა.რუსული კანონმდებლობა ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტობის უფლებას აძლევს. ის პირველად პრეზიდენტად 2000 წლის 26 მარტს აირჩიეს, მეორედ 2004 წელს, მესამედ კი 2012 წელს.ამ დროისთვის რუსეთის პრეზიდენტობაზე კანდიდატურა წამოაყენეს ვლადიმერ ჟირინოვსკიმ, გენადი ზიუგანოვმა, ქსენია სობჩაკმა, ეკატერინე გორდონმა და პორნო მსახიობმა ელენა ბერკოვამ, რომელსაც საპრეზიდენტო ასაკი - 35 წელი ჯერ არ შესრულებია.რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს ჩატარდება.
წაკითხულია 86-ჯერ