თბილისში ღირსების მანფესტაცია მიმდინარეობს

15:09 06-12-2017
თბილისში ღირსების მანფესტაცია მიმდინარეობს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.
როგორც პარტიაში  აცხადებენ, დღვანდელი მსვლელობა არის ღირსების მანიფესტაცია, რომელიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
აციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით დაინტერესებულია რუსული მხარე და საზოგადოებას მობილიზებისკენ მოუწოდებენ. 
საქართველოსა და უკრაინაში ოლიგარქიული მმართველობა უნდა დასრულდეს. – ასეთია აქციის მთავარი მესიჯი.
 
მიმდინარე აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ პარალიზებულია. ავტომობილების გადაადგილებას საპატრულო პოლიცია არეგულირებს, ასევე უსაფრთხოებისთვის მობილიზებულია პატრულის ეკიპაჟები.
 
აქციის მონაწილეები მსვლელობას მთავრობის ადმინისტრაციასთან დაასრულებენ. 
 
 
 
წაკითხულია 61-ჯერ