ბაჩო ახალაია: საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სიმბოლოა და ვინც ამ ღირსებას მოეპყრობა უპატივცემულოდ, ის აუცილებლად აგებს პასუხს, იქნება ეს პოროშენკო, ლუცენკო, პუტინი თუ ივანიშვილი

14:59 06-12-2017
ბაჩო ახალაია: საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სიმბოლოა და ვინც ამ ღირსებას მოეპყრობა უპატივცემულოდ, ის აუცილებლად აგებს პასუხს, იქნება ეს პოროშენკო, ლუცენკო, პუტინი თუ ივანიშვილი
პოლიტპატიმარი ბაჩო ახალაია კიევში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
 
,,ეს ბრძოლა გამარჯვებამდე მივა ყველა შემთხვევაში!
მიუხედავად იმისა, ვინ რა პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებებს აკეთებს, მე მინდა უბრალოდ ადამიანური, ჩვეულებრივი დამოკიდებულება გამოვხატო ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. პრეზიდენტ სააკაშვილისადმი უსინდისო მიდგომას არ იმსახურებს საქართველო! – ნათქვამია გუშინ, 5 დეკემბერს გაკეთებულ მის განცხადებაში.
 
არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რიგით მერამდენე პრეზიდენტია ადამიანი, მის მიმართ თავხედური, უსინდისო ქცევა საქართველოს შეურაცხყოფაა. ეს საქართველოს ღირსების საკითხია, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სიმბოლოა და ვინც ამ ღირსებას მოეპყრობა უპატივცემულოდ, ის აუცილებლად აგებს პასუხს, იქნება ეს პოროშენკო, ლუცენკო, პუტინი თუ ივანიშვილი.''
 
 
წაკითხულია 236-ჯერ