სალომე სამადაშვილმა გიორგი ვოლსკის დამაკნინებელი ფორმით მიმართვისათვის უჩივლა

14:08 12-10-2017
სალომე სამადაშვილმა  გიორგი ვოლსკის დამაკნინებელი  ფორმით მიმართვისათვის  უჩივლა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა "ქართული ოცნების" წევრს, გიორგი ვოლსკის დამაკნინებელი  ფორმით მიმართვისათვის   პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოში უჩივლა. 
 
ოპოზიციის წევრის თქმით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილეს გენდერული თანასწორობის პრინციპები არ ესმის. 
 
გენდერული თანასწორობის საბჭო საჩივარს განიხილავს და რეაგირების ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. 
 
რამდენიმე დღის წინ პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. ჩხუბი პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილის დასმულ კითხვას მოჰყვა. გიორგი ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს მიმართა სიტყვით "გოგო", რის შემდეგაც ოპოზიციის წევრმა თავდაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
 
 
  
წაკითხულია 60-ჯერ