დედა, რა იყო ეს?! ანუ შამათი გროსმაისტერ სააკაშვილისაგან უკრაინისა და ... საქართველოს ოლიგარქიულ რეჟიმებს

12:07 11-09-2017
დედა, რა იყო ეს?! ანუ შამათი გროსმაისტერ სააკაშვილისაგან უკრაინისა და ...  საქართველოს ოლიგარქიულ რეჟიმებს
სააკაშვილის თანაგუნდელები და მხარდამჭერები საქართველოში გუშინ პოლონეთი - უკრაინის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს  უკრაინის ოლიგარქიულ რეჟიმზე გამარჯვებასა და საქართველოს ოლიგარქიული რეჟიმისათვის მწარე პერსპექტივას  უწოდებენ.
„ეს არის დაპირისპირება სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის, ეს არის დაპირისპირება დემოკრატიულ წესწყობილებასა და ოლიგარქიულ წესწყობილებას შორის და ჩვენ დავინახეთ, რომ უკრაინაში არა მხოლოდ ბატონი პოროშენკო, როგორც ოლიგარქი, არამედ დაახლოებით 7-8 ბიძინა ივანიშვილი  უკრაინაში, რომელიც  მარცხდება ხალხთან. ეს არის პროცესია“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა  ნიკა მელიამ.
„მიხეილ სააკაშვილი განასახიერებს რწმენას, იდეას და აღმშენებლობას. ვერავითარი ფული, ვერავითარი ოლიგარქები, ამ მოძრაობას ვერ გააჩერებს. ვერ გააჩერებს უკრაინაში და ვერც საქართველოში. ეს არის პროცესი, რომელიც გაგრძელდება მთელს რეგიონში და საქართველოში. ეს არის გამარჯვება რწმენის იდეის, აღმშენებლობის და განვითარების, ფულზე ქრთამზე და კორუფციაზე,“ - აცხადებს აკაკი მინაშვილი.
პარტიის ლიდერების თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საბოლოო გამარჯვებამდე ბრძოლას არ შეწყვეტს.
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის ფაქტს, პიარ აქციას და სპექტაკლს უწოდებენ საქართველოს ხელისუფლებაში, (როგორც მეგრელები იტყვიან, ,,გურს იკეთენა კვარწახით. '' - გულს ტყემლით იმაგრებენ) .
 
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდება, რაც ექსპრეზიდენტს დააპატიმრებენ და ის საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ იქნება.
გოგიჩაიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ბევრი სასამართლო პროცესი და ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება ელოდება.
 
თუმცა საინტერესო უფრო ის არის, რა ელოდება თავად ხელისუფლებას, რომელსაც  ძალიან ღიად ესროლა მიხეილ სააკაშვილმა წუხელ მესიჯი: ,,ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში. ერთი წუთითაც არ ვასუსტებ ყურადღებას საქართველოსადმი. ივანიშვილსაც მოვუვლით, სულაც რომ ყირაზე დადგნენ ოლიგარქები'' 
 
 
 
 
წაკითხულია 603-ჯერ