ბაზრის გარეთა პერიმეტრზე პოლიციასა და გარემოვაჭრეებს შორის დაპირისპირება მოხდა

16:16 02-02-2018
ბაზრის გარეთა პერიმეტრზე პოლიციასა და გარემოვაჭრეებს შორის დაპირისპირება მოხდა

საკრებულოს სხდომის დატოვების შემდეგ გარემოვაჭრეებმა ბაზრისკენ გადმოინაცვლეს, რასაც  პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისირება მოყვა.

 

გარემოვაჭრეებს პოლიციამ გზა გადაუღობა რკინის ჯებირებით, რასაც ხმაური და ფიზიკური შხლა-შემოხლა მოყვა. აქციის მონაწილეებმა ჯებირების გარღვევა მოახერხეს და იმ ტერიტორიაზე შღწევა, სადაც რამდენიმე დღის წინ დახლები ქონდათ გაშლილი და მუშაობდნენ. რამდენიმე მათგანმა საქონელი გაშალა და მუშაობა დაიწყო. „რას გვიზამენ, აგერ ვართ და გადაგვიარონ“- ამბობენ გარემოვაჭრეები. გარევაჭრობის დაშვების მოთხოვნით აქცია რამდენიმე დღა იმართება.

 

წაკითხულია 740-ჯერ