საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა

10:53 12-08-2017
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, გუშინ, თბილისის მერიის თასზე პირველი შეხვედრა ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 87:76 გაიმარჯვა. თბილისის სპორტის სასახლეში შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საწყისი ათწუთეული ფრედ 20:20 დასრულდა, მეორე მეოთხედში კი ქართველი კალათბურთელების მცირე უპირატესობა გამოიკვეთა და ტაიმი მასპინძლებმა 7-ქულიანი უპირატესობით, 45:38 მოიგეს.მასპინძლებმა ტემპი არც შესვენების შემდეგ დააგდეს და საბოლოოდ 11-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვეს.ამ მატჩში ყველაზე მეტი - 22 ქულა თორნიკე შენგელიამ მიითვალა, რომლის ანგარიშზე 7 მოხსნა და 4 პასიცაა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ზაზა ფაჩულიამ (14 ქულა, 11 მოხსნა, 8 პასი). 14-14 ქულა ჩააგდეს გიორგი შერმადინმა და გიორგი ცინცაძემაც.საქართველოს და ჩეხეთის ნაკრებები კიდევ ერთხელ 13 აგვისტოს, კვლავაც სპორტის სასახლეში ითამაშებენ და თბილისის თასის გამარჯვებულის ვინაობაც ორი მატჩის ჯამში გამოვლინდება. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ილიას ზუროსის გუნდის გეგმაში ასევე "აკროპოლისის თასზე" გამოსვლაა, სადაც მეტოქეებად მასპინძელი საბერძნეთის, ასევე იტალიისა და სერბეთის ნაკრებები ეყოლება.
წაკითხულია 141-ჯერ