ობამა პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს

12:36 12-08-2017
ობამა პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს
 შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. ბარაკ ობამა პოლიტიკაში ბრუნდება.ობამას გარემოცვაზე დაყრდნობით გამოცემები წერენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნება არ იქნება ხმაურიანი. ბარაკ ობამა ამას დელიკატურად გააკეთებს.44-ე პრეზიდენტი დემოკრატული პარტიის პოზიციების აღდგენასა და გამყარებაზე იმუშავებს, რომელიც ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად შესუსტდა.გავრცელებული ცნობით, პირველ ეტაპზე ბარაკ ობამა პარტიისთვის თანხების მოძიებაზე იმუშავებს. გამოცემებში ბოლო სოციოლოგიური კვლევებიცაა მოყვანილი, რომლის თანახმადაც ბარაკ ობამას მოსახლეობის 63%-ის მხარდაჭერა აქვს.
 
წაკითხულია 54-ჯერ