გრენლანდიაში ხანძარს ვერ აქრობენ- ტყის მასივი 31 ივლისიდან იწვის

12:46 11-08-2017
გრენლანდიაში ხანძარს ვერ აქრობენ- ტყის მასივი 31 ივლისიდან იწვის
გრენლანდიაში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ. ცეცხლმა გრენლანდიის სიდიდით მეორე ქალაქის მახლობლად, რამდენიმე ჰექტარი უკვე გაანადგურა. ხანძარი 31 ივლისს გაჩნდა და მის ჩაქრობას მაშველები ვერტმფრენების დახმარებით, უშედეგოდ ცდილობენ.გრენლანდიაში ტყის ხანძარი უჩვეულო მოვლენაა. სტიქიას სპეციალისტები სიცხეებს უკავშირებენ. სამაშველო სამსახური NASA-ს სატელიტით გადაღებულ კადრებს ავრცელებს და აცხადებს, რომ ამ ხანძარმა თავისი მასშტაბით რეკორდი მოხსნა.
წაკითხულია 185-ჯერ