ლონდონში მეჩეთიდან გამოსულ ხალხში მიკროავტობუსი შეიჭრა. არის მსხვერპლი.

10:21 19-06-2017
ლონდონში მეჩეთიდან გამოსულ ხალხში მიკროავტობუსი შეიჭრა. არის მსხვერპლი.

ლონდონში, ფინსბერი პარკის რაიონში   ადგილობრივი დროით 00:20 საათზე მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა.  1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაკავებულია 1   დამნაშავე , ორმა კი გაქცევა მოახერხა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მიკროავტობუსიდან გადმოცვივდა დანით შეიარაღებული სამი მამაკაცი და ხალხს დაერია , დაშავებულთა ნაწილი ტრავმირებულია დაჯახების შედეგად, ხოლო მეორე ნაწილი  დანით არის დაჭრილი.  
 
ლონდონის მერი სადიქ ხანი ლონდონელებს სიმშვიდისა და სიფხიზლისკენ მოუწოდებს. „ჩვენ ჯერ არ ვიცით მომხდარის ყველა დეტალი, მაგრამ ეს იყო აშკარა და განზრახ განხორციელებული თავდასხმა უდანაშაულო ლონდონელებზე“, - აღნიშნა სადიქ ხანმა. 
 
მისი თქმით, ეს იყო თავდასხმა ტოლერანტობისა და თავისუფლების ღირებულებებზე. 
 
„მოვუწოდებ ლონდონელებს სიმშვიდისკენ და სიფხიზლისკენ. გთხოვთ, თუ რამე საეჭვოს შეამჩნევთ, პოლიციას შეატყობინეთ. ლონდონის პოლიციამ დამატებითი ძალების განლაგება მოახდინა ქალაქის ქუჩებში“, - დასძინა ლონდონის მერმა. 
 
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, პოლიცია ლონდონში, მეჩეთთან მომხდარ შემთხვევას განიხილავს, როგორც „პოტენციურ ტერაქტს“. 
 
„პოლიციამ დაადასტურა, რომ მომხდარი განიხილება, როგორც პოტენციური ტერაქტი. დღეს მთავრობის საგანგებო სხდომას გავმართავ“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. 
 
ლონდონში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
წაკითხულია 204-ჯერ