დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთს გერმანიაზე სრული კონტროლი აქვს დამყარებული

13:24 11-07-2018
დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთს გერმანიაზე სრული კონტროლი აქვს დამყარებული
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთს გერმანიაზე სრული კონტროლი აქვს დამყარებული. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან სამუშაო საუზმემდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
 
აშშ-ს პრეზიდენტმა გააკრიტიკა ნატო-ს წევრი ქვეყნები, რომლებმაც გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი-2“ მშენებლობას დაუჭირეს მხარი.
 
„რუსეთი გერმანიას სრულად აკონტროლებს. ახალი გაზსადენის აშენების შემდეგ ბუნებრივი გაზის მიწოდების 70% რუსეთიდან შემოვა. ჩვენ უნდა დაგიცვათ, თქვენ კი მილიარდობით დოლარს რუსეთს უხდით. გერმანია რუსეთის ტყვეობაშია. ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - განაცხადა ტრამპმა.
 
 
 
წაკითხულია 46-ჯერ